მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს - კომპანია ფასდაკლებებს აცხადებს

60339efc261b7
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 16:30
7845
„დანიური სახლი“ ფილიალებს ხურავს - ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ facebook-გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ფილიალების დახურვის ფარგლებში, პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლება ქავთარაძის ქუჩასა და გლდანში - „სითი მოლებში“ განთავსებულ ფილიალებში ცხადდება.

„იჩქარეთ! გლდანის და ქავთარაძის "სითი მოლის" ფილიალები იხურება!“ - წერია „დანიური სახლის“ facebook-გვერდზე.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან, 22 თებერვლიდან კომპანიამ ორი ვარკეთილისა და თბილისი ცენტრალის ფილიალი დახურა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, სადაც კომპანია მომხმარებელთა კითხვებს პასუხობს, დაიხურა "დანიური სახლის" ზუგდიდის ფილიალიც და გლდანისა და ქავთარაძის ფილიალების შემდეგ, დედაქალაქში „დანიური სახლის“ მომხმარებელი პროდუქციის შეძენას მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ფილიალში შეძლებს.

BM.GE ფილიალების დახურვის დეტალური მიზეზების და შემდგომი გეგმების გასარკვევად „დანიური სახლთან“ დაკავშირებას ცდილობს და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: „დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე უკვე ორი ათწლეულია, რაც ოპერირებს. კომპანია საქართველოში 12-მდე ფილიალს მართავდა და მომხმარებელს ტექსტილის, საოფისე ავეჯისა თუ საძინებლების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანსს სთავაზობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები