მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დანკინი“ საკუთარ ადგილობრივ საწარმოში პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

6239673b79721
BM.GE
22.03.22 12:01
858
„დანკინის“ ქსელი 2022 წლის ბოლომდე საქართველოში 100 რესტორნით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, კომპანიის ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი ჩაანაცვლა და წარმოების სრული ლოკალიზაცია მოახდინა, ტექნოლოგიურ ხაზებს აფართოვებს და პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის.

"დანკინის" ადგილობრივი საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

"დანკინი“ სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ არ ვართ კლასიკური „სწრაფი კვების“ რესტორნების ქსელი. ჩვენ სწრაფად ვამზადებთ და სწრაფად ვემსახურებით და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის, ადგილობრივი ინგრედიენტებით ადგილობრივ საწარმოში შექმნილი უსაფრთხო კერძებით.
ქ. თბილისში არსებული „დანკინის“ ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ყოველდღიურად ახალი პროდუქტი და გვქონდეს ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენი რესტორნების ქსელის სტუმრებს, რომელთაც შეიყვარეს „დანკინი“ და მათთვის ჩვენი პროდუქტები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებად იქცა“, - აღნიშნა „დანკინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

"დანკინის“ საწარმოში დავამატეთ ახალი ტექნოლოგიები და დონატებისა და ფრანგული ხაზის გარდა, რომელიც, თავის მხრივ, 22 სახეობის უგემრიელესი დონატის, კრუასანების, პლიეს მომზადების საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად, ჩვენ შევძელით გაგვევითარებინა პიცის მიმართულება და ქართული საცხობის ხაზი. შესაბამისად, დღეს „დანკინში“ არა მხოლოდ ქალაქში საუკეთესო ყავა, არამედ 50-მდე სახეობის ყოველდღიურად ახალი სენდვიჩი, ჰოთდოგი, საცხობი თუ საკონდიტრო ნაწარმია. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ხშირად დავამატოთ ახალი პროდუქტები ჩვენს ასორტიმენტს. 2022 წლის მანძილზე ჩვენს ერთგულ მომხმარებელს „დანკინისგან“ ბევრი სიახლე ელის“, - განაცხადა "დანკინის" საოპერაციო დირექტორმა უჩა ჩიხლაძემ.

(NS)

"დანკინი" ლეგენდარული ამერიკული ბრენდია, რომელიც ყოველდღიურად მსოფლიოში რამოდენიმე მილიონ ადამიანს ემსახურება.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად Inspire Brands Inc-მა შეისყიდა. Inspire Brands Inc-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები