მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Danone-ი ცილოვანი პროდუქტების მწარმოებელ Huel-ს თითქმის $1.15 მილიარდად ყიდულობს

huel

Reuters-ის ინფორმაციით, ფრანგული კვების ჯგუფი Danone-ი Huel-ის თითქმის $1.15 მილიარდად შეძენაზე შეთანხმდა, რითაც კომპანია ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებულ ბაზარზე კიდევ უფრო ფართოვდება.

მანამდე Danone-მაც განაცხადა, რომ ბრიტანული კომპანია Huel-ის შესაძენად საბოლოო შეთანხმება გააფორმა, თუმცა გარიგების დეტალებსა და ღირებულებაზე არ უსაუბრია. Huel-ი სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს - ფხვნილის სახით არსებული და მზა საკვებიდან დაწყებული, მაღალცილოვანი წასახემსებლებით დამთავრებული.

Danone-მა აღნიშნა, რომ Huel-ის პროდუქციის ასორტიმენტსა და ციფრულ შესაძლებლობებს თავის გლობალურ მასშტაბსა და კვების სფეროში არსებულ ექსპერტიზას შეუთავსებს.

"Huel-ის პოზიციონირება "სრულად თანხვედრაშია" ჯგუფის ფოკუსთან - უზრუნველყოს ჯანმრთელობა კვების მეშვეობით, რადგან კომპანია მასშტაბების გაზრდას უფრო სწრაფად მზარდ კატეგორიებში ცდილობს" - განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტუან დე სენტ-აფრიკიმ.

2014 წელს დაარსებული Huel-ი მცენარეულ საკვებ დანამატებს/შემცვლელებს ყიდის, რომლებიც კვებითი ღირებულებით სრულყოფილ პროდუქტებად პოზიციონირებენ.

კომპანია მიზანში დროის სიმცირის მქონე და ჯანმრთელობაზე მზრუნველ მომხმარებლებს იღებს და პირდაპირ მომხმარებელზე (D2C) მიყიდვის მოდელს იყენებს, პარალელურად კი ევროპასა და შეერთებულ შტატებში საცალო ვაჭრობის ქსელებშიც ფართოვდება.

"ეს გარიგება ბრენდს საშუალებას მისცემს, Danone-ის ინფრასტრუქტურის, სადისტრიბუციო და კვლევა-განვითარების შესაძლებლობების გამოყენებით, ახალ ბაზრებზე გავიდეს", - აღნიშნა Huel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს მაკმასტერმა.

Danone-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვების კომპანიაა, რომლის წლიური ბრუნვა 27 მილიარდ ევროს აღემატება. მისი ოპერაციები მოიცავს რძის და მცენარეულ პროდუქტებს, ჩამოსხმულ წყალსა და სპეციალიზებულ კვებას.

შედარებისთვის, კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, 2024 წელს Huel-ის შემოსავალმა 284 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები