მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანქინ დონატს საქართველო" ზარალზეა

5c644c12929fd
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.19 10:00
2113
Mcdonald’s-ისა და ვენდისის მსგავსად, 2017 წელი დანქინ დონატსისთვისაც ზარალიანი აღმოჩნდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რესტორნების ქსელმა 6,287,841 ლარის ზარალი განიცადა, 2016 წელს კი ზარალი 10,026,031 ლარი იყო.

საქართველოში დანქინ დონატსის ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია სააქციო საზოგადოება “დი ენდ ბი საქართველო”. 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “დანქინ დონატსის” მთლიანი შემოსავალი 18.3%-ით გაიზარდა და მან 9,021,482 ლარს მიაღწია, თუმცა შემოსავლების ზრდა ხარჯების დასაფარად არასაკმარისი აღმოჩნდა და კომპანიამ წელი ზარალით დაასრულა.

სს დი ენდ ბი საქართველო 2011 წლის 4 ნოემბერს დაარსდა. კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს ვისოლ ჰოლდინგ ბ.ვ. კომპანიის ბენეფიციარ მფლობელებს წარმოადგენენ სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი). კომპანიამ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ოპერირებს 17 რესტორნით.

2017 წელს სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ვენდისის ზარალი 7.4 მილიონი ლარი, მაკდონალდსის ზარალი კი 1.6 მილიონი ლარი იყო.

კომპანიაში 326 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები