დაპაუზებული ბიზნესი - კერძო სექტორი მუშაობის ნებართვების მოლოდინში
BM.GE
13.04.20 18:44
• 912
ასობით და ათასობით აპლიკაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია შესული და დაპაუზებული ბიზნესი. კერძო სექტორი მუშაობის გასაგრძელებლად სამთავრობო უწყებებისგან ნებართვებს ელოდება, მთავრობას კი დღეში საშუალოდ 50 კომპანიის შემოწმების საშუალება აქვს. გარდა იმისა, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია, ისინი სახელმწიფო უწყებებისგან არათანმიმდევრულ პასუხებს იღებენ. ამასობაში კი გააქტიურებას იწყებს არალეგალური საქმიანობაც, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესეულ რეგულაციებს არ ემორჩილება.