გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას უერთდებიან და ქალთა გაძლიერებისთვის ღონისძიებას “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” გამართეს. ღონისძიება საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და ქალთა საერთაშორისო დღის თემას, სახელწოდებით და გზავნილით: „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები. თანასწორობა. გაძლიერება“ ეხმიანება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით ჩატარდა. საგულისხმოა, რომ წელს პირველად ინიციატივას ქუთაისმა უმასპინძლა.
სტუმარი: ელენე გაბელაია - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი