სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 25%-ით გაიზარდა. შესაბამისს მონაცემებს შსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის იანვარ-ივნისში სამუშაოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის 94 ფაქტია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74. რას უკავშირდება სტატისტიკის გაუარესება და როგორ ფასდება შრომის უსაფრთხოების ნაწილში არსებული მდგომარეობა?