მიმდინარე წლის 5 თვეში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა კონტროლისას 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საანგარიშო პერიოდში ჯამურად ინსპექტირება 6 729 რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამმუშავებელ ბიზნესოპერატორებთან განახორციელა, საიდანაც 508 შემთხვევაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
რძისა და რძის პროდუქტებში არსებულ დარღვევებზე და ბაზარზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაზე დიდი ხანია საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები. რას ითხოვენ კომპანიები?