დარღვევები სახელმწიფო საწარმოებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში პროკურატურაში კიდევ ერთ მსხვილ კომპანიასთან დაკავშირებით გადააგზავნა. საუბარია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაზე“. აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო კომპანიის საქმიანობაში სხვადასხვა დარღვევები გამოიკვეთა, მათ შორის საქმე ეხება არამიზნობრივად გაცემულ შრომის ანაზღაურებას, ავტოპარკისა და საწვავის ხარჯს. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურს საწვავის ხარჯებთან და შრომის ანაზღაურების საკითხებზე გასული წლების პერიოდზე შენიშვნები ჰქონდა კიდევ ხუთ სახელმწიფო საწარმოსთან მიმართებაშიც. რა დარღვევები იკვეთება სახელმწიფო საწარმოებში და როგორია ხელისუფლების პასუხი.






























