დარღვევები ქონებრივი დეკლარაციებში - TI კანონში ცვლილებებს ითხოვს
BM.GE
08.06.23 15:45
• 150
დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაციამ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება მოამზადა, რაც მოიცავს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის იმ პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ელიან, რომ თუ მმართველი გუნდი მათ შეთავაზებას გაიზიარებს, დეკლარაციების მონიტორინგი გაუმჯობესდება და კორუფციული რისკები შემცირდება.