მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარიალის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის შემდეგ, საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მოძრაობა შეჩერებულია | შსს

დარიალი

დარიალის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემიდან მიღებული სიგნალის შემდეგ საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. სატრანსპორტო გადაადგილება შეჩერდა. ინფორმაციას შსს აქვეყნებს.

"დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები