მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარიალის მონასტრის გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

5999477f7466d
BM.GE
20.08.17 15:13
1420
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ყაზბეგში, დარიალის მონასტრის რეზიდენციამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაათავლიერა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს.

"აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ხდება ქვაფენილებით მოწყობა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რომლის შედეგად ადგილობრივებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრამდე მისვლის პრობლემა აღარ ექნებათ.

პროექტს მსოფლიო ბანკი 1,5 მილიონი ლარით აფინასებს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები