მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარიალის ხეობაში, გარემოზე დასაკვირვებლად სპეციალური კამერები დამონტაჟდება

579ee6fd94ac4
BM.GE
01.08.16 10:05
1407
დარიალის ხეობაში 60 ლედ განათების ბოძი განთავსდება, ამჟამად, დარიალის ხეობაში გზა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრული რეჟიმით ხორციელდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ადგილზე დამონტაჟდება სპეციალური კამერებიც, რაც პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში მაშველებს მასზე დაკვირვების საშუალებას მისცემს.

გიორგი სეთურიძეს განცხადებით, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ადგილზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მთავრობას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიეწოდება მშენებლობის ვადები განისაზღვრება.

"ამ ეტაპზე ჟინვალი ლარსის მონაკვეთზე, რომელიც რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს კვლევას და პროექტირებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. კვლევა მომავალ წელს მზად იქნება. ძალიან გაზრდილია აღნიშნული მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობა ამიტომ საჭიროა ინფრასტრუქტურის სწორად განვითარება“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები