‘საქართველოს ბანკის’ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბანკები უფრო მზად არიან განვადებების გაცემისთვის, ვიდრე - ტექნიკის მაღაზიები, რომლებმაც საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შიდა განვადებებზე დაიწყეს მუშაობა.
ბანკირი არ გამორიცხავს, რომ ტექნიკის მაღაზიებს სებ-მა ასევე რეგულაციები დაუწესოს.
"ბანკები ბევრად უფრო გაწაფულები არიან ამ სერვისის მიწოდებაში. შესაბამისად, თუ ეს მასიურ ფორმას მიიღებს, შეიძლება ველოდოთ, რომ რეგულატორი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ან შეზღუდავს მათ ან ნებას დართავს. სუფთა მოხერხებულობის კუთხით, ხარჯების მინიმალიზაციის კუთხით ბანკები ბევრად უფრო მზად არიან, რომ ეს სერვისი განახორციელონ უფრო იაფად", -აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ: ე.წ. საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიები, ასევე სამშენებლო კომპანიები შიდა განვადებების სისტემის ამოქმედებაზე აქტიურად საუბრობენ.

























