დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე ამას მივეცი ხმა და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს იგივე არჩევანს“, - განაცხადა მან.