მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, ქუთაისის აეროპორტი სატვირთო ავიაკომპანიების მოზიდვაზე მუშაობს - მოლოდინაშვილი

ქუთაისი

საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მოლოდინაშვილი, BMGTV-ის ეთერში ქუთაისის აეროპორტის განვითარების გეგმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას სატვირთო გადაზიდვების კუთხით უდიდესი პოტენციალი აქვს.

“ფაქტია, ქუთაისის აეროპორტი ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა. აეროპორტში ასეთი პრინციპია - როდესაც ის მიაღწევს თავისი შესაძლებლობების 50%-ს, უკვე იწყებ დაგეგმარებას, რადგან 75%-ს როცა მიაღწევს, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებ. ქუთაისის აეროპორტიც ამ პრინციპით მიდის - მას სჭირდება ახალი ასაფრენი ზოლი, მეტი შესაძლებლობები...

გარდა სამგზავრო ფუნქციისა, მას აქვს უდიდესი პოტენციალი სატვირთო გადაზიდვების კუთხით და შესაქმნელია სატვირთო ტერმინალი. როგორც ვიცი, დიდია ინტერესი კერძო სექტორის, კერძოდ აგრობიზნესის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ქუთაისის აეროპორტი ასევე მუშაობს სატვირთო ავიაკომპანიების მოზიდვაზე, რაც მომავალში აუცილებლად იქნება საჭირო, რადგან მხოლოდ ინფრასტრუქტურა ვერაფერს იზამს”, - აცხადებს გიორგი მოლოდინაშვილი.

ცნობისთვის: 29 ნოემბერს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები იყო განხილული, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას. პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები