მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს - გამყრელიძე

6405ef913d7ca
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 18:20
953
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი "უცხოური გავლენის აგენტებზე" მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილს პირადად იცნობს და სჯერა, ისინი ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ. 

“დარწმუნებული ვარ ეს კანონი ვერ გავა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ისტორიულ სურვილს რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ამიტომ ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ წავიდეს, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს, სხვადასხვა შეფასებით, უნდა ევროკავშირისა და ევროატლანსტიკური სივრცის წევრი ვიყოთ. ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება დღეს არ დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები, ბევრს ვიცნობ იქ, შეიკავებენ თავს ამ კანონის მხარდაჭერისგან. [თუ მიიღებენ], მაშინ მეც აგენტი ვიქნები”,-ამბობს გამყრელიძე.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიის წევრებისგან, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები