მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმება და უმუშევრობა

2023 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა. ფაქტ–მეტრმა ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც გააანალიზა. კვლევაში ასევე გათვალისწინებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც, ამ დროისთვის პროგრამაში 46,055 ოჯახის ერთი წარმომადგენელი მაინცაა ჩართული.

სრული სურათის დასანახად, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში 15+ მოსახლეობის მხოლოდ 44.5% არის დასაქმებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია; სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კი 53.3%-ია, რაც ასევე დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

სტუმრები: თეონა აბსანძე - Factcheck-ის ანალიტიკოსი;

დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად