განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით სამინისტრო პროფესიული გადამზადების პროგრამებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მიხეილ ბატიაშვილმა წინა სამსახურიდან მიღებული გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ 7 თვეში ტექნოლოგიების მიმართულებით მესამე ნაკადი მიიღეს, რომლებიც კურსების დასრულების შემდეგ 2000 ლარიან ხელფასს გამოიმუშავებენ.
„ეს არი ეფექტური გზა, რომ მოკლე ვადებში მივიღოთ შედეგები. იგივე ჩვენი გამოცდილებით შეიძლება ვისაუბროთ, შევძელით, დაახლოებით რამდენიმე თვეში მესამე ნაკადის მიღება, ტექნოლოგიების სფეროში წინა ჩემი სამსახურიდან. 7 თვეში ვამზადებთ კადრს, რომლისგანაც ვიღებთ დაახლოებით 2000 ლარიანი შემოსავლის მქონე რესურსს. არამარტო ტექნოლოგიის მიმართულებით, ბევრ სფეროში შეიძლება ეს. ბიზნესიც იმხელა დეფიციტს განიცდის კადრების, ბიზნესიც კი მზად არის ამის პარტნიორი გახდეს. ეს არ არის იმისთვის, რომ ლენტები გავჭრათ და ვთვათ რომ 100-ეულობით ადამიანი მოვამზადეთ. ეს იძლევა სწრაფ შედეგს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

























