„გახდი სუპერმარკეტის მენეჯერი“- სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ" რამდენიმე დღის წინ დასაქმების ახალი შესაძლებლობის შესახებ განაცხადა და კონკრეტული პირობები მიუთითა. პროექტი, რომელიც კომპანიამ საკმაოდ მასშტაბურად, ღიად და ტრადიციული ვაკანსიის გამოცხადების სტილისგან განსხვავებულად წარმოადგინა გულისხმობს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას, სადაც ერთი მხრივ მოთხოვნილი პირობა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მეორე მხრივ 5000 ლარამდე ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაა. სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" უკვე 12 წელია ოპერირებს ბაზარზე და დღეს ფლობს 9 სუპერმარკეტს თბილისის სხვადასხვა რაიონში. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 1200-მდე თანამშრომელი.
სტუმარი: სოფო კორძახია - სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკოს" გენერალური დირექტორი;ნაკლების ჩვენება