დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ველთაურმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 26 სექტემბერს დატოვა.
ნინო ველთაურის მოვალეობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ასრულებს.
ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის იანვარში შეიქმნა და ველთაურიც სწორედ ამ დროიდან არის მისი დირექტორი.