სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ პირებს ფულადი დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმების შემთხვევაშიც გადაუხადოს, რათა შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ პირს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს.
„საარსებო შემწეობით მოსარგებლე ბენეფიციარების თითქმის ნახევარს შეუძლია დასაქმდეს და იქონიოს შემოსავალი და გაიუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლისას (დასაქმება, სხვა შემოსავალი) ბენეფიციარის მონაცემების კორექტირება ხდება და მაღალი ალბათობით ის ვეღარ ხდება საარსებო შემწეობის მიმღები. შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის დასაქმება გაიგივებულია საარსებო შემწეობის დაკარგვასთან, რადგან დღეს არსებული სოციალური დახმარების სისტემა იმდენად მინიმალურ საჭიროებებზეა მორგებული, რომ შემოსავლის ნაწილში, თუნდაც მცირედი ხელფასის ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის დაფიქსირება, სარეიტინგო ქულის საკმაოდ ზრდას იწვევს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაუცილებელია, რომ შრომისუნარიანმა ბენეფიციარმა, დასაქმების პარალელურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში განაგრძოს საარსებო შემწეობის მიღება მეტი სტაბილურობის განცდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა ისეთი მიზნები, როგორიცაა ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება.“- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

























