მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების პლატფორმებზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - რა ტენდენციები ვითარდება შრომის ბაზარზე?

შრომის ბაზარზე ბოლო პერიოდში ტენდენციები შეიცვალა. თუკი წინა წლებში ბიზნესი მუდმივად ეძებდა კადრებს, ახლა ნაკლებად აქტიურობს. ამას დასაქმების პლატფორმების სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, დასაქმების პლატფორმა jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა პირველ კვარტალში თითქმის 16%-ით შემცირდა, მხოლოდ მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაში 17.7%-იანი კლებაა. 11%-ით არის შემცირებული ვაკანსიების რაოდენობა HR.GE-ს პლატფორმაზეც, სადაც განმარტავენ, რომ წინა თვეებთან შედარებით აპრილში შედარებით გამოცოცხლებაა, თუმცა წინა წელთან შედარებით ბიზნესი კადრებს აპრილშიც ნაკლებად ეძებს. ამის პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მარტის თვეში 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აიხსნება ვაკანსიების შემცირება ეკონომიკური ზრდის პარალელურად?

სტუმარი: ინგა შახბაზიანი - hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები