კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისელები სამსახურს ყველაზე ხშირად ახლობლის / ნაცნობის რეკომენდაციით იწყებენ – დასაქმებულთა 55%-მა სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. მეორე ყველაზე პოპულარული გზა კი ინტერნეტში ვაკანსიის მოძიებაა (12%).
საინტერესოა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა საკმაოდ დადებითად აფასებს საკუთარ კვალიფიკაციას, ვინაიდან 60%-ის თანახმად, ისინი შეძლებდნენ უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლებას / მისი მოვალეობის წარმატებით შესრულებას.
და ბოლოს, ეისითიმ გაარკვია, თუ რამდენად იყენებენ დასაქმებული თბილისის მცხოვრებლები ინტერნეტს სამუშაო პროცესში. როგორც აღმოჩნდა, 10 დასაქმებულიდან საშუალოდ მხოლოდ ოთხი იყენებს ინტერნეტს (37%). საგულისხმოა, რომ სამსახურში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-34 ასაკობრივ კატეგორიაში (65% იყენებს), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 65 წლის და უფროსი ასაკის დასაქმებულებში ფიქსირდება (12%).
კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
