მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასაქმებულების დაზღვევის ლიმიტები ბიზნესს სექტემბერში განესაზღვრება

5c34c010d2b9f
თათია ჩაფიჩაძე
09.01.19 11:30
890
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების დაზღვევის ლიმიტები მიმდინარე წლის სექტემბრიდან განისაზღვრება, მისი შესრულება კი, ბიზნესს 2020 წლიდან მოუწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სავალდებულო დაზღვევის სავალდებულო ლიმიტების დადგენაზე შრომის საერთაშორისო ასოციაციასთან, დამსაქმებლებთან და სადაზღვეო კომპანიებთან ერთად მუშაობენ.

"იცით, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მათთან კონსულტაციის გზით მიმდინარეობს კანონში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა. 1 სექტემბრისთვის დაზღვევის ლიმიტები გვექნება მომზადებული; მისი შეძენის ვალდებულება კი, ბიზნესს მომდევნო წლიდან ექნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ტვირთი მძიმედ არ დააწვეს ეკონომიკას“, - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას ფერაძემ.

"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდათ.

როგორც სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, ამ დროისთვის პაკეტების შეძენა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხდება, სადაც კონკრეტული რისკებია შეფასებული.

"ჩვენ ვერავის ვერ განვუსაზღვრავთ რა უნდა შეიძინონ. ეს კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომელზე მუშაობაც მიდის. ამ ეტაპზე ხდება რეკომენდაციის სახით შეთავაზება იმ პროდუქტისა, რომელიც რისკების გათვალისწინებით გაწერილია მინისტრის ბრძანებაში.ეს არ არის ის რაც მასშტაბურად იმუშავებს, თუმცა კანონში კონკრეული ჩანაწერის შემდეგ ვფიქრობ, გაჩნდება რეალური პაკეტების შეძენის საფუძვლები“, - განუცხადა bm.ge-ის ხეჩინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების ვალდებულებას განიხილავს ისეთ კომპანიებზეც, რომლებიც მომატებული საფრთხის შემცველ სამუშაოს არ მიეკუთვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები