სს “რუსთავის აზოტში” აცხადებენ, რომ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განახლებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. „8-დღიანი გაფიცვის ფონზე სს „რუსთავის აზოტსა“ და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა და მიღწეულია შეთანხმება. გაფიცვა დასრულებულია და თანამშრომლები უბრუნდებიან სამუშაო პროცესს. საწარმოს საქმიანობა ეტაპობრივად სრულად განახლდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


































