საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულების რაოდენობა შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობას 30 278 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. ხელშეკრულება 7 546-ს შეუწყდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივი სამუშაოებიდან კერძო სექტორში გადაყვანა რთულია. მთავარი გამოწვევა მათი კვალიფიკაციის დაბალი დონეა.