საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულების რაოდენობა შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობას 30278 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული. ხელშეკრულება 7546-ს შეუწყდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივი სამუშაოებიდან კერძო სექტორში გადაყვანა რთულია. მთავარი გამოწვევა მათი კვალიფიკაციის დაბალი დონეა. გიგა ბენია გვიერთდება დეტალებით. გიგა, ასაქმებს თუ არა კერძო სექტორი სოციალურად დაუცველებს და რამდენად ეფექტიანია მთავრობის პროგრამა?