მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულთა ხელფასების სტატისტიკა

საქსტატის მონაცემების თანახმად, III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი; მშენებლობა – 3 033.4 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით, ანუ 14.4%-ით გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

სტუმარი: გოგა ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები