მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლელი ლიდერების განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ის გეგმას „დამატებითი მუშაობა დასჭირდება“

232

დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ის სამშვიდობო გეგმას „დამატებითი მუშაობა დასჭირდება“. ლიდერებმა, რომლებიც G20-ის სამიტზე შეიკრიბნენ, საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენ მივესალმებით აშშ-ის მცდელობებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.

28-პუნქტიანი გეგმის საწყისი ვერსია მოიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.

ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დამატებით მუშაობას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, რათა უზრუნველვყოთ მომავალი მშვიდობის მდგრადი დამყარება. ჩვენ ნათლად ვეთანხმებით პრინციპს, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდის.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ევროკავშირთან და NATO-თან დაკავშირებული ელემენტების განხორციელებას, შესაბამისად, ევროკავშირისა და NATO-ს წევრების თანხმობა დასჭირდება.

ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზი გავუსვათ უკრაინისადმი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის სიძლიერეს. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან და აშშ-სთან",- წერია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ: ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ შუფი, ირლანდიის პრემიერ მინისტრი, მაიკლ მარტინი, ნორვეგიის პრემიერ მინისტრი იონას გაჰრ შტორე, კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნი, იაპონიის პრემიერ მინისტრი სანაე ტაკაიჩი, პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები