მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სპეციალური სადგურები მონტაჟდება

6465bea76d74e
BM.GE
18.05.23 10:55
503
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა. დასავლეთ საქართველოში კი, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მონტაჟდება სპეციალური სადგურები. ამ დროისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში უკვე განთავსებულია 5685 სადგური.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, მზიანი ამინდების პარალელურად, დაიწყება წამლობები. ჩატარდება წერტილოვანი წამლობა უკვე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები