მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალებული მოცვის მწარმოებლები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

მოცვი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომლითაც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად.

ამასთან, უკვე დამტკიცდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციალური დახმარების პროგრამა იმერეთისა და გურიის რეგიონში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარების მიზნით შეიქმნა.

პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში ივლისის თვიდან დაიწყება.

ფინანსური დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები