მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღები ხმება - როგორია მოსავლიანობა და ფასი წელს თხილზე

დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე რეგიონში ბოლო პერიოდში თხილი ინტენსიურად ხმება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობა ბაქტერიული დაავადებით არის გამოწვეული. აღსანიშნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დასავლეთ საქართველოში ათობით ჰექტარზე დაზიანებული თხილის ბაღების მოკვლევა იგეგმება, რისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ თვეში 15 ათასი ევროს ღირებულების შესყიდვა გამოაცხადა. თხილის ხმობის პარალელურად, წელს ქვეყანაში მოსავლიანობის მხრივ პოზიტიური მაჩვენებლებია. გაზრდილია თხილის სარეალიზაციო ფასიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები