მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთ საქართველოში ცუდი ამინდი 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

შტორმი
19.09.25 12:34
3133

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ცუდი ამინდი 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მდინარეების ადიდება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

"21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები