მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთი vs. აღმოსავლეთი - საით იხრება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური კურსი?

საქართველოში ყველაზე მეტი დაახლოებით 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო თურქეთიდან, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქეთიდან მაინც ინვესტიციების კლება შეიმჩნევა, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 71 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა. მეორე ადგილს იკავებს ჩეხეთი 41 მილიონიანი ინვესტიციებით, სადაც წლიურად 49 მილიონიანი ზრდაა. ყველაზე მეტად 265 მილიონი დოლარიდან 32 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდები გასულ წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანაში არსებული შვილობილი კომპანიის მეშვეობით შეიძინა სინგაპურულმა კორპორაცია Indorama-მ რუსთავის "აზოტი". პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის 92 მილიონი იყო არსებული კომპანიების რეინვესტიციები, 76 მილიონი დოლარი კომპანიებში სააქციო კაპიტალის შენატანები, ხოლო 33 მილიონი დოლარი სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რამდენიმე შეფასება ინვესტიციების კლების ტენდენციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ინვესტიციები საფინანსო სექტორში - ამ სექტორში ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით 2019 წლის მეორე კვარტლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა და დაახლოებით -44 მილიონი დოლარი შეადგინა.

სტუმარი:

ოთარ ნადარაია - „თიბისი“, მთავარი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები