“ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ არის მიჩნეული ლეგიტიმურად წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მიერ”- ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. “ჩვენი არჩევანი ევროპაა”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 23 ასოციაციის ხელმძღვანელი აწერს. როგორია სამედიცინო სექტორის პოზიცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე?
სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი;