2200-ზე მეტი კომპანია ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. პლატფორმა ფრი ბიზნესზე რეგისტრირებულების რაოდენობა იზრდება. მუშავდება 669 კომპანიის განაცხადი, პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია 120 კომპანიას. დარეგისტრირებულ ბიზნესებს შორის არაერთი მცირე და საშუალო კომპანიაა, მათ შორის, არიან სტარტაპებიც. როგორ აისახება მიმდინარე პროცესები სტარტაპებზე და რა მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციას დამწყები ბიზნესისთვის?