მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

{დასავლეთისგან} იზოლაცია იმას ნიშნავს, რომ ძალიან შეგვეზღუდება წვდომა იაფ ფინანსურ რესურსებზე - ნინო ქურდიანი

ნინო ქურდიანი

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპული კურსიდან გადახვევა და დასავლეთისგან იზოლაცია გაძვირებულ ფინანსურ რესურსს ნიშნავს.

როგორც ნინო ქურდიანმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დასავლეთისგან იზოლაცია იმას ნიშნავს, რომ საქართველოს იაფ სახსრებზე წვდომა აღარ ექნება, რასაც ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის იზოლაცია შეუძლებელი და დაუშვებელია. თუ ჩვენ ევროპული კურსიდან გამოვეყოფით და გადავუხვევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შეგვეზღუდება წვდომა შედარებით იაფ ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ რესურსებზე. ზოგადად ქვეყნის რისკი ძალიან გაიზრდება და რისკიანობის ზრდა ძალიან გააძვირებს რესურსებს.

მაგალითად, ისეთ ქვეყანას როგორიც ბელარუსი, ამის საშუალება აქვს და იზოლაციას მეტ-ნაკლებად უძლებს. თუმცა ამის ფუფუნება ისეთ პატარა ქვეყანას როგორიც საქართველოა, არ აქვს. ჩვენი საგარეო სავაჭრო დეფიციტი ძალიან მაღალ ნიშნულზეა და მუდმივად იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ვართ გარე სამყაროზე დამოკიდებული და ამ იზოლაციით ქვეყანას კატასტროფის წინაშე დავაყენებთ”, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები