საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება - ამის შესახებ ეკონომისტების ნაწილი აცხადებს. სპეციალისტების შეფასებით, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება. ეკონომისტების ვარაუდით, თუკი მოვლენები მომავალშიც არსებული სცენარით განვითარდება, ლარის გაუფასურება კვლავ გაგრძელდება, რასაც უკვე ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების ხარჯვა ვეღარ დააბალანსებს.