მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთისგან იზოლაციის ფასი - EU & USA-ს მიერ ურთიერთობების გადახედვის ფასი ეკონომიკისთვის

სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერებას აპროტესტებს მმართველი პარტიის განცხადებიდან შინაარსი ვერ გამოაქვს. პრემიერის განცხადებიდან შინაარსი ევროკავშირშიც და შტატებშიც ისე ესმით, როგორც საპროტესტო აქციაზე გამოსულ საზოგადოებას. ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესება როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს - ასე აფასებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ნაწილის არსებულ ვითარებას. ბიზნესი ამბობს, რომ დასავლეთისგან მორიგ ჯერზე იზოლაცია, ამერიკის შეერთებული შტატებისგან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება, საქართველოში დასავლურ ინვესტიციებს გააჩერებს და ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები