საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება. 11 თვეში ქვეყნიდან 6 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 7.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიანი ექსპორტის 37% ავტომობილების რეექსპორტს უჭირავს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეკორდულად მზარდი მიმართულებაა. ამ ფონზე მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი კვლავ მცირე, მხოლოდ 8.5% რჩება. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების და დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, უცხოელი პარტნიორების მხრიდან კითხვები გახშირდა და ქართულ კომპანიებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან თავს იკავებენ. როგორია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და როგორ აისახება მასზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება.