მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები ავტოიმპორტიორებზე აისახება - ნონიაძე

ავტომობილების ექსპორტი

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამწვავებამ, შესაძლოა, ავტოიმპორტიორებზე ნეგატიურად აისახოს.

მისი თქმით, თუ სავაჭრო ურთიერთობები გადაიხედება, სხვადასხვა დახმარება შეჩერდება და გარკვეული სანქციები დაწესდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდება. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილს ავტომობილების შეძენა გაუჭირდება.

"პოლიტიკური ფაქტორები ეკონომიკასა და ბიზნესზე თავის გავლენას ახდენს. თუ სანქციები დაწესდება და პოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბება, ეს ეკონომიკაზე აისახება. ის პროგრამები, რომლებიც ევროკავშირიდან აშშ-დან მოდის, გაჩერდება. შესაძლოა, ლარი გაუფასურდეს, რაც მსყიდველუნარიანობაზე იმოქმედებს. არ არის გამორიცხული, ავტომობილების მოხმარების ბაზარი შემცირდეს. ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება უმუშევრობას გამოიწვევს და ეს ქვეყნის ეკონომიკას ჯაჭვური რეაქციით დაუბრუნდება", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

საქართველო ავტომობილების ყველაზე დიდ ნაწილს აშშ-დან ყიდულობს. აქედან უმეტესობა რეექსპორტზე გადის, ძირითადად, ყირგიზეთში. კერძო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ რეექსპორტიც შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები