მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ბილიკზე მაღალი საშიშროების მეწყრული და ქვათაცვენითი უბნებია - დასკვნა

დაშბაში

„დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მეწყრული და ქვათაცვენითი უბნებია, რაც საფრთხის შემცველია, როგორც ადამიანებისთვის, ასევე იქ განთავსებული ინფრასტრუქტურისთვის. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.

გეოლოგების შეფასებით, საჭიროა გატარდეს გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებები.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის. მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ წალკის მუნიციპალიტეტში 11 დასახლებული პუნქტი შეფასდა და საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივაციის ნიშნები ძირითადად არ ფიქსირდება.

დოკუმენტის მიხედვით, წალკა თბილისის საავტომობილო გზის ერთ უბანზე, სოფელ ბეშთაშენის სამხრეთით, ბოლო პერიოდში სეზონურად ადგილი აქვს მეწყრული პროცესის საშუალო ინტენსივობით აქტივიზაციას და გზის ვაკისის დეფორმაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები