თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ბიზნესისთვის მომატებული დასუფთავების მოსაკრებლის სახით, გადახდილი გადასახადები 17 მლნ ლარით გაიზრდება.
როგორც ხმალაძემ განმარტა, მერია ვალდებული არ არის, მოგებიანი ბიზნესი მუდმივად ასუბსიდიროს. გარდა ამისა, ვიცე-მერის თქმით, გაზრდილი გადასახადი მოხმარდება "თბილსერვისის" თანამშრომლების ხელფასებს, ტექნიკის განახლებისა და სხვა საკითხებს.
„ყველა ორგანიზაციას სხვადასხვანაირად ერიცხება გადახასადი და ყოველთვიური გადასახადი შეიძლება 20 ლარით გაიზარდოს. მთლიანობაში, ბიზნეს-სექტორზე დარიცხული დავალიანება გაიზრდება 17 მლნ ლარით. ამ თანხას აქამდე მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებდა და არ მიგვაჩნია სწორად, მოგებიანი ბიზნესი მუდმივად ვასუბსიდიროთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
კითხვაზე, პანდემიის დროს რამდენად სწორია გადასახადის გაზრდა, ვიცე-მერი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ძალიან დაეხმარა ბიზნესს და ასეც გაგრძელდება.
ვის რამდენით გაეზრდება გადასახადი?