მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასუფთავების კომპანია „ვარდო“ შოურუმის გახსნას გეგმავს - რას შესთავაზებს მომხმარებელს?

დალაგება

დასუფთავების კომპანიის „ვარდო“ დამფუძნებელი ანი ახვლედიანი აცხადებს, რომ კომპანია სექტემბრამდე შოურუმის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტი თბილისში განთავსდება და არსებული ოფისის სივრცესთან ერთად იმუშავებს, სადაც კომპანია უკვე წლებია ფუნქციონირებს.

“ვარდო აუცილებლად უნდა იყოს ვერაზე - ეს თავდაპირველი სივრცეც იყო. დღემდე აქ ვმუშაობთ და ვფუნქციონირებთ. სწორედ ჩვენსავე ოფისში, რომელიც წლებია არსებობს, ტატიშვილის 39 ნომერში, 53-ე სკოლასთან, მთავარი შოურუმი განთავსდება”, - განაცხადა ანი ახვლედიანმა.

მისი თქმით, შოურუმი არა მხოლოდ კომპანიის მომსახურების გაცნობის სივრცე იქნება, არამედ პროდუქციის გაყიდვის ფუნქციასაც შეითავსებს.

"ახლა სამუშაო პროცესში ვართ. შოურუმში წარმოდგენილი იქნება ის პროდუქცია, რითაც ჩვენი დიასახლისები მუშაობენ - ხსნარები, ინვენტარი, ტექნიკა და ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ვუწევთ რეკომენდაციას გამოცდილებიდან გამომდინარე. შესაძლოა ტექნიკაც დაემატოს. ასევე, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ჩვენს გუნდს, მიიღოს რჩევები და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ აღარ დასჭირდეს სერვისის გამოძახება - უბრალოდ სწორი რეკომენდაციებითაც დაეხმარონ", - აღნიშნა ახვლედიანმა.

„ვარდო“ არის ქართული დასუფთავების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების პროფესიონალურ დასუფთავების სერვისებს. კომპანიის მიმართულებაში შედის ბინებისა და სახლების გენერალური და რეგულარული დალაგება, სარემონტო სამუშაოების შემდეგ დასუფთავება, ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდა, ასევე ოფისებისა და სხვა კომერციული ობიექტების პერიოდული ან ყოველდღიური მომსახურება. გარდა ამისა, „ვარდო“ ახორციელებს რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას, მათ შორის დივნების, მატრასებისა და ტექსტილის ღრმა წმენდას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სთავაზობს სპეციალურ, ინდივიდუალურად მორგებულ დასუფთავების სერვისებსაც, მაგალითად ღონისძიებებამდე ან მათ შემდეგ. კომპანია ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანია დასუფთავების პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისთვის კომფორტული, მოქნილი მომსახურების შეთავაზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები