შემოდგომაზე თბილისი რამდენიმე დღით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად გადაიქცევა. აქ შეიკრიბებიან მონაცემებთან დაკავშირებული დარგების საუკეთესო ექსპერტები და მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან. უკვე მეექვსედ, საქართველო DataFest Tbilisi-ს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდ ყოველწლიურ მონაცემთა ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება, თბილისში, 17-19 ნოემბრის ჩათვლით, როგორც პირისპირ, ისე ციფრულ ფორმატში გაიმართება.
სტუმრები: თეონა თომაშვილი - DataFest Tbilisi-ის თანადამფუძნებელი;
ირაკლი გოგატიშვილი - “საქართველოს ბანკის” მონაცემთა კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.