წლევანდელი DataFest-ი მასშტაბებს კიდევ უფრო ზრდის და DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს მასპინძლობს. 9-11 ნოემბერს ჩასატარებელი DataFest-ი დემტექის, გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონს და ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ჰაკათონს გააერთიანებს. ნებისმიერზე მოხვედრისათვის სარეგისტრაციო დრო თვის ბოლომდეა და დასწრების შესაძლებლობა მასზე, მონაწილეობაც მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ და უფრო მოკლედ რომ ვთქვათ ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების და მონაცემების ვიზუალიზაციის როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
სტუმრები: ჯუბო ბერიძიშვილი - ForSet-ის პროექტების კოორდინატორი;
მარიამ ჯაჯანიძე - ევროპის საბჭოს უფროსი ოფიცერი;