დათანხმდება თუ არა მთავრობა SSA MARINE-ს ახალ პირობას, რომლს თანახმად, SSA MARINE ითხოვს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანაკლიის პორტი ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს საქართველოში, ჯერჯერობით, უცნობია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობის პოზიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
„ეს მოთხოვნა SSA MARINE-ს მხრიდან არის ოფიციალურად დაყენებული. უნდა დაველოდოთ. ჯერ ჩვენ მთავრობის პოზიცია ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით არ გაგვიგია. არ გვქონია საშუალება, რომ განგვეხილა. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებს დავამტკიცებთ და მივალთ სექტემბერში განახლებული მოლაპრაკებების რეჟიმში, შემდეგ მოვისმენთ, რა პოზიცია ექნება მთავრობას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

























