ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
"ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები",- აღნიშნავენ მერიაში.

























