მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის კომპანია "ალგანმა" "სოლარ ავტოსგან" 12 ელექტრომობილი შეიძინა

სოლარ ავტო
06.03.24 14:02
358

სრული საგარანტიო მომსახურებით, თანამედროვე სერვისცენტრით და შოურუმით კომპანია სოლარ ავტო 2023 წლიდან მოყოლებული ქართულ ბაზარზე ჩინური გიგანტის, BYD-ის ელექტრომობილებითაა წარმოდგენილი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც BYD-ის ელექტრომობილებს მსგავსი მასშტაბით წარმოადგენს და თითოეულ მათგანზე სამწლიან გარანტიასაც გასცემს.

მიუხედავად იმისა, რომ სოლარ ავტო ქართულ საავტომობილო ბაზარზე ჯერ კიდევ ახალი მოთამაშეა, პირველი წარმატებული პარტნიორობა კომპანია ალგანთან უკვე შედგა.

"ამ თანამშრომლობის ფარგლებში ძველი, შიგაწვის ძრავიანი ავტომანქანების ჩანაცვლება დავიწყეთ. ამ პირველი და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კი უკვე 12 ავტომობილის ჩანაცვლება მოვახერხეთ", - განუცხადა "სოლარ ავტოს" დამფუძნებელმა, ტატო მიროტაძემ BMG-ს.

აღსანიშნავია, რომ "სოლარ ავტო" მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით ყველა სახის ელექტროდამტენებსაც წარმოადგენს - მათ შორის არის როგორც პორტატული, ასევე სახლის დამტენებიც. B2B თანამშრომლობის ფარგლებში კი "სოლარ ავტო" პარტნიორ კომპანიებს ავტოპარკის შეცვლის მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს.

"იმისთვის, რომ ავტოპარკის განახლება ყველა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ჩვენ მათ გადახდის მოსახერხებელ პირობებს ვთავაზობთ, რაც ახალი მანქანების საგარანტიო წესით შეთავაზებას, სრულ სერვისს და მომსახურებას, ასევე სწრაფი დამტენების მონტაჟს", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც 2004 წლიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს, ამჟამად მომსახურებას 10 000-ზე მეტ ორგანიზაციას და კერძო პირს უწევს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზეა ორიენტირებული, ავტოპარკის ელექტრომობილებით განახლება მისი მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.

"ჩვენ ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურაზე ეტაპობრივად გადავდივართ. ამ ეტაპისთვის ტექნიკური სამსახურის ავტოპარკი ელექტრო ავტომობილებით სრულად ჩანაცვლდა და ჩვენი მიზანი ელექტრომობილობის განვითარების ხელშეწყობაა", - ამბობს კომპანია "ალგანის" დირექტორი ვალერი კოკალაძე.

ელექტრომობილების პოპულარიზაცია, სულ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვა, გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ქვეყანაში ავტომობილით გადაადგილების ჯანსაღი მექანიზმების აქტიური დანერგვა, თანამედროვე სამყაროს ნაწილია. ამ პროცესში როგორც ელექტრომობილების იმპორტიორი კომპანიები, ისე მათი მომხმარებლებიც აქტიურად ერთვებიან. სოლარ ავტოსა და "ალგანის" წარმატებული პარტნიორობა კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები